ბრიტანული გამოცემის Daily Mail-ის ინფორმაციით, ესპანური გრანდები მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" მზად არიან "ლივერპულის" ურუგვაელ თავდამსხმელში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ბრიტანული წყარო იმასაც იუწყება, რომ ესპანური გრანდები სუარესს ჯამაგირად კვირაში 200 ათას გირვანქას ჰპირდებიან.
სუარესმა მერსისაიდელებთან რამდენიმე თვის წინათ ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
ურუგვაელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 31 გოლი გაიტანა. სუარესი ინგლისის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციამ და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
გიორგი ბალახაძე