“სუონსის” ნახევარმცველი ნეითან დაიერი, “ნორვიჩთან” 1:1 დასრულებული მატჩის მსვლელობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში სებასტიან ბასონგთან ბრძოლისას მიწაზე ფეხით ძალიან სახიფათოდ დაეშვა.
26 წლის ფეხბურთელს პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მოედანი საკაცით დაატოვებინეს. თავად მოთამაშისა და ექიმების რეაქციით ცხადი გახდა, რომ დაზიანება ძალიან სერიოზული იყო და გაჩნდა ეჭვი, რომ დაიერს ტერფი ჰქონდა მოტეხილი.
გულშემატკივართა ინტერესიდან გამომდინარე, გუშინ “სუონსის” ოფიციალურ “თვითერზე” გამოქვეყნდა ინფორმაცია და მის თანახმად პირველმა რენტგენმა მოტეხილობა არ დააფიქსირა. დღეს ნეითან სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც დაზიანების შესახებ ზუსტი დიაგნოზი დაისმება და მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო ვადებიც ცნობილი გახდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია