დასრულდა პლეი აუტის X ტურის მატჩები და სატურნირო ცხრილი კიდევ უფრო დაიძაბა. ბათუმის “დინამომ” და ცხინვალის “სპარტაკმა” იმარჯვეს, რითაც ოთხეულში შესვლის შანსი გაიუმჯობესეს. ბათუმში წაგების მიუხედავად, “ჩიხურა” ლიდერად დარჩა, ხოლო მეორე პოზიციაზე “ვიტ ჯორჯია” გადავიდა, რომელსაც ლანჩხუთის “გურიას” დარი ქულები აქვს, მაგრამ მოგებების რაოდენობით უსწრებს.
“გაგრას” სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა – მცხეთაში ვიტელებთან 1:6 განადგურდა და თითქმის გადაწყვეტილია, რომ პირველ ლიგაში დაბრუნდება.
“დინამო” (ბათუმი) - “ჩიხურა” (საჩხერე) 2:1 (1:0)
“მერცხალი” (ოზურგეთი) – “სპარტაკი” (ცხინვალი) 0:1 (0:1)
“გურია” (ლანჩხუთი) – “სიონი” (ბოლნისი) 1:1 (0:1)
“ვიტ ჯორჯია” (თბილისი) – “გაგრა” 6:1 (3:0)
| 1 | ჩიხურა | 10 | 6 | 2 | 2 | 17-9 | 20 |
| 2 | გურია | 10 | 5 | 4 | 1 | 17-12 | 19 |
| 3 | ვიტ ჯორჯია | 10 | 6 | 1 | 3 | 15-7 | 19 |
| 4 | სიონი | 10 | 4 | 4 | 2 | 16-9 | 16 |
| 5 | დინამო (ბთ) | 10 | 4 | 2 | 4 | 8-11 | 14 |
| 6 | სპარტაკი | 10 | 4 | 2 | 4 | 11-11 | 14 |
| 7 | გაგრა | 10 | 1 | 4 | 5 | 9-16 | 7 |
| 8 | მერცხალი | 10 | 0 | 1 | 9 | 2-20 | 1 |
შენიშვნები
• სფფ-ს რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა.
• 2 წრის შემდეგ, I-IV ადგილზე გასული გუნდები უმაღლეს ლიგის საგზურს მოიპოვებენ, დანარჩენები კი XXIV ეროვნულ ჩემპიონატში პირველ ლიგაში იასპარეზებენ.







