ფეხბურთი

2:36 | 7.09.2013 | ნანახია NaN - ჯერ

"დაღლილობას ვინ ჩივის..."

საქართველო-საფრანგეთი 0:0. მასპინძლებმა ორი ქულა დააკარგვინეს გრანდს და ახლა ერთი ნაბიჯი დარჩათ, რათა მესამე ადგილზე გავიდნენ. მატჩის შემდეგ, დავით თარგამაძეს, თორნიკე ოქრიაშვილსა და სანდრო კობახიძეს მცირე ხნით გავესაუბრეთ. აქვე, კარიმ ბენზემას კომენტარიც:

თარგამაძე: "ასეთ დაძაბულ თამაშში და ასეთ ძლიერ მეტოქესთან თამაშში ჩართვა ძნელია. დავალება მქონდა, რაც შეიძლება მეტად შემეწუხებინა ფრანგების მცველები და ართმევაზეც მეთამაშა.

... დიახ, ორივე ფლანგზე მიწევდა მოქმედება. შეცვლაზე შევედი, დასვენებული ვიყავი და უნდა გამემწვავებინა წინ თამაში. საფრანგეთის ნაკრები ძალიან ძლიერია, რთული იყო, მაგრამ ქულა ავიღეთ. ფინეთთან მატჩამდე 4 დღეა დარჩენილი და მანამდე ძალის აღდგენას მოვასწრებთ".

ოქრიაშვილი: "კარგი თამაში ჩავატარეთ და მეც თითქმის ბოლომდე კმაყოფილი ვარ, თუმცა ძალიან დამწყდა გული, რომ გოლი ვერ გავიტანე. არაუშავს, ფეხბურთია და ხდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მხარს გვიჭერდა. ბრძოლით და კარგი თამაშით მოვიპოვეთ ეს ფრე.

... ბოლოს ცოტა მუხლი მეტკინა, თუმცა საშიშია არაფერია. წინ ფინეთთან მატჩია და დაღლილობას ვინ ჩივის, უნდა მოვიგოთ".

კობახიძე: "მნიშვნელოვანი შედეგია. ქულის აღება ასეთ გრანდთან მატჩში იოლი არაა. ყველაფერი დავდეთ მინდორზე და დაგვიფასდა. ფრანგები ბევრს ეცადნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მომენტები კი ჩვენც გვქონდა. 4 დღეში მორიგი კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ და რა თქმა უნდა, გულშემატკივრების დიდი იმედიც გვაქვს". 

ბენზემა: "გაწბილებული ვარ. გვინდოდა, ესპანეთისთვის გადაგვესწრო, მაგრამ ეს ვეღარ მოხერხდება. კარგად ვიცი, როდის ვთამაშობ ცუდად და როდის კარგად. დღეს საშინლად ვითამაშე.

... დეშამმა რა გვითხრა? ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ რა უნდა ეთქვა? ჩვენ ვერ მოვიგეთ, ფეხბურთელების ბრალია. რაც შეეხება ჩემი და ჟირუს ტანდემს, დიახ, კვლავ ვერ ვითამაშეთ შედეგიანად, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. მომდევნო მატჩი ბელარუსთან გვაქვს და უნდა მოვიგოთ".


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:28 | 07.10.2016
Buratino (3505)

გვილია უდავოდ გამორჩეული იყოპ გუშინ და საერთოდ, გუშინდელის შემხედვარე ვიტყოდი რომ ეს ბიჭი თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს (მოედანს კარგად ხედავს, ბურთს არ აყოვნებს და თუ საჭიროა გარღვევასაც აკეთებს)

09:32 | 07.10.2016
gerard888 (1536)

გვილია კაი ბიჭია კარგად ხედავს მოედანს და მოკლედ შეუძლია დიდი ძალა გახდეს ჩვენთვის

07:18 | 07.10.2016
araza-1918 (6330)

უელსი მოლდოვა 6 ქულის შემთხვევაში გაზაფხულზე სერბებს დიდგორი ელით დინამოზე

12:24 | 07.10.2016
BEERTRANCE (97819)

რა დიდგორი, საიდან იგონებთ ამ შედარებებს.

03:16 | 07.10.2016
Shevche (15054)

ლობჟანიძის არყოფნა კარგი ამბავი რომ იყო, თამაშამდეც დავწერე.
გამოჩნდა როგორც იქნა ნაკრებში მარჯვენა მცველი, ვინც გულისამრევად არ ითამაშა.
კაკაბაძის წინა თამაშები ვერ იყო კარგი, თუმცა დღეს საკმაოდ ნორმალურად ითამაშა. იმედია, ლობჟანიძის ნახვა აღარასდროს მოგვიწევს.

კვირკველიას უთამაშებლობა შეეტყო..
კაშია ნორმალური იყო დაცვის ცენტრში.
ნავალოვსკი ფიზიკურად იჩაგრება ხოლმე, თუმცა მასზე კარგი მარცხენა მცველი არამგონია გვყავდეს ახლა. უელსთან ბეილს არ ვიცი როგორ გააჩერებს. მაგ თამაშში ცისკარიძე ხომ არ გვეცადა? ფიზიკურად ძალიან დაიჩაგრება ნავალოვსკი..

დაუშვილი დღეს ძალიან კარგი იყო. ავსტრიის მატჩისგან განსხვავებით, დღეს შეტევების წამოწყება ნაკლებად ევალებოდა და ამიტომ(გვილიას დამსახურებით). გვილიამ სასიამოვნოდ გამაკვირვა. ასე თუ გააგრძელა, ძირითადის უცვლელი წევრი იქნება.

ჯანოს შეცვლა არმგონია სწორი ყოფილიყო. ჯანომ იცის ხოლმე დაკარგვები. საჭირო მომენტია საჭირო და მასზე კარგად დარტყმა და გამამწვავებელი პასის გაკეთება არავის შეუძლია(დღესაც ჰქონდა რამდენიმე კარგი პასი).
ვაკო კარგი ბიჭია, ფორმასაც აკრეფს მალე. ისევე როგორც ოქრი. ჯიგრები.

მჭედლიძემ უნდა დაიკლოს და იქნებ რამე გამოვიდეს. მასზე უკეთესი ფორვარდი არ გვყავს. სამწუხაროდ.

03:20 | 07.10.2016
Levan911 (2406)

სამწუხაროთ კაკაბაძეც სცოდავს. რამდენი ჩაწოდება გააფუჭა

03:22 | 07.10.2016
Shevche (15054)

კი, მაგრამ შედარებაც არაა. ამან რამდენჯერ მოატყუა ფეხბურთელი.
ჩაწოდების დახვეწა შეუძლია. ტექნიკური არსენალი აქვს, ასე თუ ისე. ლობჟანიძისგან განსხვავებით.

03:36 | 07.10.2016
Levan911 (2406)

შეტევით ნაწილში კი სჯობს ლობჟანას მაგრამ მაინც სუსტი წერტილი იქნება ნაკრებში ეგ პოზიცია თუ არ მოუმატა კაკაბაძემ.

02:36 | 07.10.2016
ssll (1520)

ეს კოულმანისგან ვყლაპეთ...ბეილი სტადიონს შემოკრუგავს და მერე შეიტანს ალბათ..მაგრამ საერთო ჯამში ცუდად არ გვითამაშია...პოზიციური შეტევები არ გვივარგა,რაც გამოჩნდა გაშვებული გოლის შემდეგ...თითქოს ვუტევდით,მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე ვერ მივედით...ერთი ყაზაიშვილს ქონდა,ისიც თავისით იჩალიჩა..ფიზიკურად ნორმალურად ვიყავით შედარებით..ბოლომდე შემოგვრჩა სირბილის თავი,რასაც ადრე ვერ ვახერხებდით...კაკაბაძე გაზრდილი და უფრო დარწმუნებულია საკუთარ თავში,გვილია კარგი წამომწყები ჩანს შეტევის..უთამაშებლწბს ეტყობათ უთამაშებლობა,მაგრამ უკეთესებიც არ გვყავს და იმედია იღამაშებენ კლუბებში მეტს...ვაისს როგორც ჩანს აქვს თავისი ხედვა ნაკრების თამაშის გაუმჯობესების...იქნებ გამოვიდეს რამე ერთ ოც წელიწადში მაინც,ოღონდ კულისებში წესიერმა და ჭკვიანმა ხალხმა უნდა იმუშაოს,მცოდნეებმა...მანამდე მონდომებული და თავდადებული თამაშიც დასაფასებელია...შეცდომები ხდება,მაგრამ ნიჩევოო...დღევანდელი შეცდომა დიდად არ მოქმედებს შედეგზე,მსოფლიოზე გამსვლელები ჩვენ არ ვართ და ერთი კალათით აწევა არ ღირს მონდომების და შრომის დაუნახაობად...

02:44 | 07.10.2016
ssll (1520)

ანანიძეს მაგივრად ოქრიაშვილს ან ყაზაიშვილს შევცვლიდი...თუმცა სხირტლაძე თუ უნდა გამომეყვანა,საერთოდ არ გავაკეთებდი შეცვლას...თუმცა ეს მას შემდეგ რაც მისი თამაში ვნახე,წინასწარ ხო არ მეცოდინებოდა როგორ ითამაშებდა...ისე სხირტლაძეც არაა მთლად მისაგდები,ჩვენი თავდამსხმელების შემყურე,პირველ თამაშებს ატარებს და უჭირს თავის გამოჩენა ალბათ...თავიდან არც კაკაბაძეს თამაში იყო მოსაწონი..

09:13 | 07.10.2016
gegegegege (143)

სხირტლაძეს სად უნდა გამოეჩინა თავი დაცვაში ?! რა პოზიციაზე ათამაშა თვითონ ვაისმა თუ იცის ?

02:26 | 07.10.2016
BEERTRANCE (97819)

თუ ამათგან 1-1 გვხვდება ბოლო ან ბოლოს წინა ტურში აი იმ შემთხვევაში მოვუგებთ საქმე რო გავუფუჭოთ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდ

01:46 | 07.10.2016
seba (304)

აქ გავტეხავთ ნავსს და მოვუგებთ, მჯერა

უელსისთვის უხერხული მეტოქე ვიყავით და იმედია ახლაც ასე დავრჩებით... : )

02:25 | 07.10.2016
BEERTRANCE (97819)

როდის იყავი იგიც გაიხსენე

0.103526