ფეხბურთი

22:41 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დაღესტანი ევროტურნირების მატჩებს კვლავ ვერ უმასპინძლებს

რუსეთის პრემიერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი, მახაჩყალის “ანჟი” ევროტურნირების მატჩების საკუთარ მოედანზე გამართვას კვლავ ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი UEFA-ს გადაწყვეტილებაა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 2013-14 წლების სეზონში, არა მხოლოდ მახაჩყალასა და დაღესტანში, არამედ ჩრილო კავკასიის მთელს რეგიონში ევროტურნირების მატჩების ჩატარება დაუშვებელია. ამის მიზეზი უსაფრთხოების გარანტიების არარსებობაა. ასევე ცნობილია, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, შეზღუდვა მომდევნო სეზონებზეც ავტომატურად გავრცელდება.

UEFA-მ “ანჟის” გადაწყვეტილება უკვე აცნობა და დაღესტნური კლუბისგან ალტერნატიული სტადიონის 30 ივნისამდე მოძებნა მოითხოვა.

მსგავსი სიტუაცია იყო გასულ სეზონშიც, როდესაც “ანჟი” ევროტურნირების საშინაო მატჩებს ძირითად მოსკოვში, იშვიათ შემთხვევებში კი რამენსკოეში ატარებდა. მიუხედავად ამისა, 8 მატჩიდან მახაჩყალელებმა 7 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს, ხოლო საკუთარ კარში მხოლოდ 1 ბურთი მიიღეს.

თეგებიანჟი
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.135194
სარეკლამო ადგილი - 99
X x X