საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის მე-11 ტურში ჩატარებული ორი თამაშის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მინიმუმ ერთი დღით სამხელისუფლიანობა დამყარდა. “ლოკომოტივმა”, “აიამ” და “არმიამ” 36-36 ქულა დააგროვეს, მაგრამ ქუთაისელების თამაში ყინვისა და თოვლის გამო რომ გადაიდო ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ჯერჯერობით უცნობია როდის ჩატარდება “აიასა” და “ბათუმის” შეხვედრა, მაგრამ სამეულის მოტოვების შანსი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის “ლელოს” ხვალ ექნება, როდესაც საკუთარ შეხვედრას აუტსაიდერ “აკადემიასთან” გამართავს.
მანამდე ტურის პირველი დღის ცენტრალური თამაში “შევარდენზე” გაიმართა და მას ძალიან ცოტა მაყურებელი ჰყავდა, რაც ცუდი ამინდის გარდა მატჩის ჩატარების ადგილმდებარეობითაც იყო განპირობებული. ექვსეულისთვის მებრძოლი “არმაზისა” და “ლოკომოტივის” შეხვედრის დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მაგრამ მერე “რკინიგზელთა” უპირატესობა გამოიკვეთა და გიორგი ჭელიძე სინბინით დაისაჯა, რასაც “ლოკომოტივის” მხრიდან 15 ქულის აღება მოყვა.
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წინ ბექა წიკლაურმა არეკნით გაიყვანა, 23-ე წუთზე კი, დავით გასვიანმა ლელო მიითვალა. სამ წუთში ლელო უკვე წიკლაურმა გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 18:3. ტაიმის ბოლომდე მან გუნდს ორი ჯარიმით კიდევ 6 ქულა შემატა და უპირატესობა 21-ქულიანი გახდა. მეორე ნახევარში “არმაზელმა” ბესო ბარბაქაძემ ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა და საბა ნიკოლავას გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ “ლოკომოტივმა” 67-ე წუთზე გოდერძი ჭინჭარაულის ლელოთი და წიკლაურის გარდასახვით 21-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნა. დასკვნით 10 წუთში “რკინიგზელებს” პრემიალური ქულის ასაღებად უპასუხო ლელოს გატანა სჭირდებოდათ, მაგრამ გიორგი ხულუაშვილის სინბინის შემდეგ ლელო აქეთ გაუშვეს (დავით ფხაკაძე) და 31:17 მოგების შემდეგ მხოლოდ 4 ქულას დასჯერდნენ. “არმაზი” ექვსეულის ზღვარზე რჩება, მაგრამ “ბათუმთან” გადადებული მატჩი თადარიგში აქვს.
როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის “არმიამ” რუსთავის “ხარები” პრემიალური ქულით დაამარცხა და ლიდერებს გაუტოლდა. ლელოს გატანაზე აქცენტირებულ არმიელებს რუსთაველებმა პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ტაიმის შუაში 6:3 იგებდნენ, მაგრამ მერე ორი ლელო გაუშვეს, ბოლო წამზე მესამე ჯარიმა გაიტანეს და შესვენებაზე 6-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ. მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო “არმიამ” მესამე ლელო რომ გაიტანა და პროგრამა მინიმუმი შეასრულა, მაგრამ ამაზე არ გაჩერდა და შეხვედრის მიწურულს მეოთხე ლელოს გატანით 29:9 იმარჯვა.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. XI ტური
14 დეკემბერი
თბილისი. “შევარდენი”. 50 მაყურებელი
არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 17:31 (3:24)
არმაზი: 15. ჩხაიძე, 14. სირაძე, 13. კაიფაჯიანი, 12. ნიკოლავა, 11. ხუციშვილი (პინაიშვილი 68), 10. კიკნაძე (ბროძელი 68), 9. აბუსერიძე (მისრიაშვილი 68); 1. ბეჟიაშვილი (ფხაკაძე 59), 2. სოსელია, 3. ბუკია, 4. ჭელიძე (კაჭარავა 58), 5. არჩუაშვილი, 6. ბარბაქაძე, 7. გიგაური (მინაშვილი 45), 8. ამირანაშვილი (თაგაური 47).
2 ლელო: ბარბაქაძე, ფხაკაძე
2 გარდასახვა: ნიკოლავა
1 ჯარიმა: ნიკოლავა
2 სინბინი: ჭელიძე (16), არჩუაშვილი (52)
ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ჩიტიძე, 13. ფ. გასვიანი, 12. კავთიძე, 11. ბიწაძე, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. დ. გასვიანი (ელოშვილი 41), 2. გენებაშვილი, 3. ზარიძე (ბალიაშვილი 69), 4. ხულუაშვილი, 5. გეგია, 6. ფოფხაძე, 7. ახვლედიანი (კაკაბაძე 54; კიკვიძე 78), 8. ბერიშვილი.
3 ლელო: დ. გასვიანი, წიკლაური, ჭინჭარაული
2 გარდასახვა: წიკლაური
3 ჯარიმა: წიკლაური
1 არეკნი: წიკლაური
2 სინბინი: გეგია (53), ხულუაშვილი (70)
თბილისი. “ავჭალა”. 400 მაყურებელი
არმია (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 29:9 (15:9)
არმია: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. ჯიმშელაძე, 11. შკინინი (ნუცუბიძე 67), 10. ბაირამაშვილი, 9. ღვინჯილია (ჯინაშვილი 44); 1. კაკოვინი, 2. მამუკაშვილი (ქორიძე 48), 3. გურგენიძე (ხარებავა 65), 4. ჩიტიძე, 5. სურგულაძე (აზალაძე 32), 6. ბიწაძე, 7. დარასელია (თავართქილაძე 61), 8. მაისურაძე (კალმახელიძე 61).
4 ლელო: დარასელია, ტუჩაშვილი, გაბროშვილი (4)
3 გარდასახვა: ბაირამაშვილი, კობახიძე (2)
1 არეკნი: ბაირამაშვილი
1 სინბინი: ჯიმშელაძე
ხარები: 15. ბასილაია, 14. მელიქიშვილი, 13. ნათელაშვილი, 12. ღამბარაშვილი, 11. გულიტაშვილი, 10. ხუციშვილი, 9. ბუჯიაშვილი; 1. მაჭარაშვილი, 2. ზურიკიშვილი, 3. აღაშვილი, 4. მჭედლიშვილი (ქუფარაშვილი 58), 5. ქარუხნიშვილი (ივანიშვილი 75), 6. გოგიაშვილი, 7. ქვლივიძე, 8. მღებრიშვილი.
3 ჯარიმა: ხუციშვილი
1 სინბინი: გოგიაშვილი
აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი)
თოვლისა და ყინვის გამო გადაიდო
ლოკომოტივი |
11 | 8 | 0 | 3 | 255-192 | 36 | |
აია |
10 | 8 | 0 | 2 | 207-121 | 36 | |
არმია |
11 | 7 | 1 | 3 | 285-183 | 36 | |
ლელო |
10 | 7 | 0 | 3 | 247-138 | 34 | |
ჯიქები |
10 | 5 | 2 | 3 | 227-163 | 28 | |
არმაზი |
10 | 6 | 0 | 4 | 190-206 | 26 | |
ყოჩები |
10 | 5 | 1 | 4 | 244-217 | 26 | |
ხარები |
11 | 1 | 0 | 10 | 125-267 | 7 | |
აკადემია |
10 | 1 | 0 | 9 | 112-257 | 7 | |
ბათუმი |
9 | 1 | 0 | 8 | 135-283 | 6 |
15 დეკემბერი
თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - ჯიქები (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
ლელო (თბილისი) - აკადემია (თბილისი)