ფეხბურთი

1:55 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხრილი სამი ლიდერით

საფრანგეთის ლიგა 1-ში მეექვსე ტურის მატჩები კვირას დასრულდა. სატურნირო ცხრილს სამი თანაბარ ქულიანი გუნდები უდგანან სათავეში. “მარსელი,” “ბორდო” და “სენტ-ეტიენი” გამოიკვეთენ.

ტურის ბოლო დღეს “ლილმა” უგოლო ფრე ითამაშა კურბისის გუნდთან. მატჩში, სადაც მსაჯს ყვითელი ბარათი არ ამოუღია მნიშვნელოვანი და საინტერესო პრაქტიკულად არაფერი მომხდარა.

“მონაკომ” ცვლილებაზე შემოსული დირარის გოლით სამი ქულა “გინგამთან” მოიპოვა. დირარი “ბრიუგეს” ყოფილი მოთამაშეა და “ზესტაფონთან” თამაშში “დინამო არენაზეც” გაუგორებია ბურთი.

კარგი გუნდი ჰყავს კრისტოფ გალტიერს. მისმა მოთამაშეებმა გასვლაზე “ლანსი” დაამარცხეს და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსებიც აქვთ, თუმცა რამდენად რეალურია წარმატებული სტარტის წარმატებით გაგრძელება დამდეგი თვეები გვაჩვენებს.

პარიზში პსჟ-მ ვერ მოიგო. ერთ დროს საუკეთესო ფრანგულმა კლუბმა “ლიონმა” საწყის წუთებში კავანის მიერ გატანილს მატჩის მიწურულს შედეგიანად უპასუხა, ფრე 1:1. პსჟ მე-7, ხოლო “ლიონი” მე-17 ადგილზე იმყოფება.

 

“ლილი” – “მონპელიე” 0:0

ლილი, “პიერ-მაურუ.” 31 742

ლილი: ენიამა, ბასა, დელაპლასე, ფრეი, გაიე, ლოპესი (ორიჯი 59), მავუბა (ბალმონტი 75 ), მენდესი (კორჩია 67), როზენჰალი, სიდიბე, სუარე

მთავარი მწვრთნელი: რენე ჟირარი

მონპელიე: ჯურდრენი, ბერიგუდი (მარვუა 80), კონგრე, დეპლანე, ელ კუტარი, ჰილტონი, ლასნე (სენსონი 46), მარტინი, მონტანო (კამარა 67), მუნიერი, ტიენსე

მთავარი მწვრთნელი: როლან კურბისი

მთავარი მსაჯი: ოლივერ ტუალი

გაფრთხილება: არ ყოფილა

 

“მონაკო” – “გინგამი” 1:0 (1:0)

მონაკო, “ლუის მეორე,” 6351

მონაკო: სუბასიჩი, ბერბატოვი (ჯერმაინი 90+2), კარვალიო, ფაბინიო, ფერეირა (ოკამპოსი 84), კურზავა, მარტიალი (დირარი 21), მოუტინიო, რაჯი, სილვა, ტულალანი

მთავარი მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

გინგამი: ლოსლი, ანგუა, ბაკა, ბეუვუ (დიალო 63), ჟირესი (პიედი 46), ლემაიტრე, მარვუა (მანდანე 71), მატისი, სორბონი, იატაბარე

მთავარი მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი

გოლი: 1:0 დირარი (38)

მთავარი მსაჯი: მიქაელ ლესაგე

გაფრთხილება: ანგუა (36), ლემაიტრე (52), კურზავა (58), მოუტინიო (76), ტულალანი (86)

 

“ლანსი” – “სენტ-ეტიენი” 0:1 (0:0)

ამიენი, “დე ლა ლიკორნე,” 11 072

ლანსი: რიუ, ბაალი, კავარე, ჩავარია, კულიბალი, სიპრიენი (გბამინი 90+1), კანტარი, ლანდრე, ლემოინე (ელ ჯადეუ 86 ), ტუზგარი (ნ’დიაი 72), ვალდივია

მთავარი მწვრთნელი: ანტონი კომბურე

სენტ-ეტიენი: რუფერი, კლერკი, კოჰადე, დომანდე (კლემენტე 83), ერდინგი (ვან ვოლფსვინკელი 63), გრადელი, ლემოინე, მოლო (მონეტ-პაქუტი 70), პოგბა, სალი, ტაბანუ

მთავარი მწვრთნელი: კრისტოფ გალტიერი

გოლი: ლემოინე (82)

მთავარი მსაჯი: სად ენიმი

გაფრთხილება: მოლო (20), კულიბალი (32), ლემოინე (70), გრადელი (77)

 

“პსჟ” – “ლიონი” 1:1 (1:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

პსჟ: სირიგუ, ორიე, კაბაი (მოტა 6 ), კავანი (პასტორე 71), დინე, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი (ლუკასი 64), ლუიზი, მარკინოსი, მატუიდი, ვერატი

მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი

ლიონი: ლოპესი, ფეკირი (გურკუფი 68),  ფერი, გონალოსი, ჟალე, კონე, ლაკაზეტი, მალბრანკი (ნ’ჟიე 58), მუამბა (ბედიმო 75 ), ტოლისო, უმტიტი

მთავარი მწვრთნელი: რუბერტ ფურნიე

გოლები: 1:0 კავანი (20), 1:1 უმტიტი (84)

მთავარი მსაჯი: რადი ბუკუტი

გაფრთხილება: ორიე (29), დინე (61), ფერი (79), მოტა (88)

თეგებილიგა 1
0.139991