ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო პოზიცია – 155-ე ადგილი ისევ ანა ტატიშვილს გააჩნია, რომელსაც ოქსანა კალაშნიკოვა ძველებურად ექვსი საფეხურით ჩამორჩება.
შტუტგარტის ტურნირის ძირითად ბადეში გასვლის წყალობით, 254 ქულა მოაგროვა და მოწინავე ორასეულში შეაღწია მაკა ჩახნაშვილმა, მანანა შაფაქიძემ კი მსოფლიოს საუკეთესო ოთხას ჩოგბურთელს შორის დამკვიდრდა, რომელთა შორის სოფო ქვაცაბაია აღარ იმყოფება.
155 (155). ანა ტატიშვილი – 380 ქულა; 161 (161). ოქსანა კალაშნიკოვა – 164; 200 (207). მაკა ჩახნაშვილი – 254; 338 (337). სოფო შაფათავა – 119; 396 (418). მანანა შაფაქიძე – 87; 409 (395). სოფო ქვაცაბაია – 85; 430 (435). თათია მიქაძე – 77; 522 (523). ეკატერინე გორგოძე – 55; 1057 (1062). ანა ჯიქია – 5.
მიმდინარე კვირაში რეიტინგში რიცხული ცხრა ქართველი ჩოგბურთელიდან შვიდს საქმეში ვიხილავთ. კლასიფიკაციაში მოწინავეები ტატიშვილი და კალაშნიკოვა ლიბანის ქალაქ ჟუნიეში იმყოფებიან, სადაც 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში არიან დაშვებულნი.
მე-7 ნომრად განთესილი ტატიშვილი პირველ რაუნდში ჩეხ პეტრა ჩეტკოვსკას ეთამაშება, მე-8 რეიტინგის მქონე კალაშნიკოვა კი სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩის წინააღმდეგ დადგება. წყვილთა ტურნირში ოქსანა რუს პერვაკთან ერთად მე-4 ნომრადაა მიჩნეული და ძალებს ფრანგულ დუეტთან (ლორენდენი-ტორპე) მოსინჯავს.
იტალიის ქალაქ ფლორენციაშია მაკა ჩახნაშვილი. 25-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში ქართველი ჩოგბურთელი სლოვაკ მიქაელა პოჩაბოვას დაუპირისპირდება.
ასევე 25-ათასიან ტურნირს მასპინძლობს უკრაინის ქალაქი ხარკოვი, რომლის ძირითად ბადეშიც ერთბაშად ოთხი ქართველი გოგონა – სოფო შაფათავა, სოფო ქვაცაბაია, თათია მიქაძე და მანანა შაფაქიძე იასპარეზებს.
უკვე ჩვეული უმოქმედობაა ქართულ ვაჟთა ჩოგბურთში. ბიჭები ტურნირებზეც იშვიათად თამაშობენ და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაშიც კატასტროფული ვითარება აქვთ.
592 (577). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 39; 1073 (1073). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1474 (1478). გიორგი ცივაძე – 1; 1571 (1575). გიორგი რევაზიშვილი – 1; 1571 (1575). სოზარ გოქაძე – 1; 1571 (1575). ნოდარ ითონიშვილი – 1;







