გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში მიმდინარე ვაჟ ხელბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს სსაუ-თბილისი, რომელსაც 9 თამაშში ჯერ ქულაც არ დაუკარგავს. დღეს, ლიდერმა 43:37 “ბათუმი” დაამარცხა.
21 ნოემბერს გამართულ პირველი წრის მე-2 ტურის მორიგ, მე-4 დღეს, “გორის” გამოუცხადებლობის გამო, “ქარიშხალას” 10:0 მოგება ჩაეთვალა და მე-3 ადგილი შეინარჩუნა. მისმა უშუალო მეტოქემ, თსუ-მ “ქუთაისს” 40:34 მოუგო და კვლავ მე-4 პოზიციაზეა.
20 ნოემბერი
გორი - თსუ 37:43
ქუთაისი - სსაუ-თბილისი 39:58
ქარიშხალა - ბათუმი 42:40
21 ნოემბერი
თსუ - ქუთაისი 40:34
სსაუ-თბილისი - ბათუმი 43:37
ქარიშხალა - გორი 10:0
სატურნირო მდგომარეობა:
| 1 | სსაუ-თბილისი | 9 | 9 | 0 | 0 | 425-303 | 18 |
| 2 | ქუთაისი | 9 | 5 | 4 | 0 | 361-373 | 10 |
| 3 | ქარიშხალა | 9 | 5 | 4 | 0 | 307-308 | 10 |
| 4 | თსუ | 9 | 4 | 4 | 1 | 347-331 | 9 |
| 5 | ბათუმი | 9 | 3 | 5 | 1 | 322-323 | 7 |
| 6 | გორი | 9 | 0 | 9 | 0 | 269-352 | 0 |
22 ნოემბერი: ბათუმი – ქუთაისი, გორი - სსაუ-თბილისი, თსუ – ქარიშხალა.
მაკა თოიძე







