ძიუდო

19:47 | 29.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ცხრამედლიანი დღე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის მსოფლიოს თასის მეორე დღეს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამ-სამი მედალი მოიპოვა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი შედგა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბექა ღვინიაშვილს სძლია. ამავე წონაში, მე-3 ადგილი ლევან წიკლაურმა დაიკავა.
90 კილოგრამში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვარლამ ლიპარტელიანი ავიდა, ხოლო აქტიურ სპორტში დაბრუნებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ბრინჯაოს დასჯერდა.
100 კილოგრამი ის ერთადერთი წონაა, რომელშიც ჩემპიონი ქართველი ვერ გახდა. სოსო მსხალაძეს ტიტულამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა. ფინალში მას გერმანელმა დიმიტრი პეტერსმა სძლია. ამ წონაში მე-3 ადგილზე ირაკლი ქობლიანიძე გავიდა.
მძიმე წონაში კი, საქართველოს ჩემპიონატის ფინალი განმეორდა, თან ანალოგიური შედეგიც დაფიქსირდა – ადამ ოქრუაშვილმა ზვიად ხანჯალიაშვილი დაამარცხა.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094902