გამოცდილი მცველი რევაზ ქემოკლიძე ცხინვალის "სპარტაკში" გადავიდა. 35 წლის მცველი ბოლოს ბოლნისის "სიონში" თამაშობდა, კარიერაში კი არაერთი კლუბი გამოუცვლია – მათ შორის, უცხოეთშიც იყო: თურქულ "ქოჯაელისფორში".
ქემოკლიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა 2000-2004 წლებში. "სპარტაკის" დაცვა საკმაოდ ახალგაზრდულია და მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გადაწყვიტა, რომ გამოცდილი ფეხბურთელით შეევსო.
ვაჟა ზაზაშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როგორც მილანის ძველი გულშემატკივარი, მილანის დიად მცველებს ვერც შევადარებ, ისეთებს, როგორიც იყვნენ ბარეზი, მალდინი, კოსტაკურტა, ან ნესტა, თუმცა დღევანდელი ფორმაციის მილანში ყოფნას ნამდვილად იმსახურებდა, არავისზე ნაკლები მცველი არაა, თუ უკეთესი არა.