ფეხბურთი

20:37 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცხინვალის “სპარტაკი”: კვეკვესკირი და ჩაფიძეც

 

ცხინვალის “სპარტაკმა” ვარჯიში დაიწყო და როგორც “მსოფლიო სპორტმა” უკვე გაცნობათ, გუნდთან ერთად ემზადებიან გიორგი თექთურმანიძე, ვახტანგ ფანცხავა და ბესიკ ჩიმაკაძე. თექთურმანიძის საკითხი გადაწყვეტილია: ის თბილისის “დინამოდან” იჯარის წესით ითამაშებს ვლადიმერ ხაჩიძის გუნდში. ფანცხავა გასინჯვაზეა, ჩიმაკაძესთან კი მოლაპარაკებები გრძელდება.

ხაჩიძემ ასევე გვითხრა, რომ დიდი ალბათობით, “დინამოდან” იჯარით კიდევ ორი ფეხბურთელი ითამაშებს “სპარტაკში”: ნიკა კვეკვესკირი და ლაშა ჩაფიძე.   

ორივე მათგანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. კვეკვესკირმა დუშან უჰრინის მწვრთნელობისას ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი გუნდის ძირითადში, არადა, მანამდე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ზოგადად, საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელადაც ითვლება. რაც შეეხება ჩაფიძეს, ის შარშანაც თამაშობდა ცხინვალის “სპარტაკში” – როცა გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა.


0.122757