ფეხბურთი

14:01 | 11.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ კოტოსადმი ინტერესი უარყო

ბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გუნდში თბილისის “დინამოს” ყოფილი გარემარბის კარლეს კოტოს მიწვევას აპირებს.

ინტერნეტპორტალმა azerifootball.com ესპანელი ფეხბურთელის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც იუწყებოდა, რომ ცხადაძე მისი შეძენით დაინტერესებულია. თუმცა, ქართველმა სპეციალისტმა “ინტერის” ვებგვერდის საშუალებით, კოტოს სიტყვები უარყო.

“ამ ფეხბურთელით არასოდეს დავინტერესებულვარ და ის ჩვენი კლუბის ინტერესთა სფეროში არ შედის” – თქვა ცხადაძემ.

0.112154