ბაჩანა ცხადაძე, აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ვერსიით, 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის შესახებ, ხსენებული ლიგის ვებგვერდი იუწყება.
განვლილ ტურში, ბაქოს “ინტერმა” სტუმრად “გაბალა” 4:1 დაამარცხა და ანგარიში სწორედ ცხადაძემ გახსნა. ქართველმა თავდამხმელმა ბაქოელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.
მიმდინარე სეზონში, 26 წლის ცხადაძემ “ინტერის” შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.