ფეხბურთი

15:14 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე “ინტერში” წლის საუკეთესო გოლეადორია

2013 წელს ბაქოს “ინტერის” ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, ქართველი თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე გახდა.

“ინტერის” ვებგვერდის ინფორმაციით, შარშან 26 წლის ფორვარდმა ბაქოელთა რიგებში ყველა ტურნირზე 60 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. წლის მიწურულს მან ტრავმა მიიღო და რამდენიმე მატჩი გამოტოვა. ცხადაძე გუნდთან ერთად ვარჯიშს იანვარში ანთალიაში შეკრებაზე განაახლებს. “ინტერის” საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მან ვაგიფ ჯავადოვს აჯობა, რომელმაც მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.

საერთო ჯამში, გასულ წელს, “ინტერის” მაისურით გოლები 18-მა ფეხბურთელმა გაიტანა. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის ფუად ბაირამოვი იყო, ხოლო ყველაზე ასაკოვანი – 36 წლის ალექსანდრე იაშვილი.

0.123576