კალათბურთი

19:44 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები “შსს აკადემიაში”

 

ქვეყნის ჩემპიონისა და თასის მფლობელ “შსს აკადემიაში” მუშაობას შეუდგა ახალი მწვრთნელი დრაგან პეტრიჩევიჩი (სერბეთი), რომელიც ბერძენი გიორგოს კეცელიდისის ნაცვლად დაინიშნა. გარდა ამისა, გუნდში კიდევ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიის” სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ განუცხადა.

“სხვადასხვა მიზეზით გუნდი ბექა ბექაურმა (ცენტრი), დავით იმნაძემ (ცენტრი), ზვიად ანთაძემ (ფორვარდი) და აკაკი ლომოურმა (ფორვარდი) დატოვეს.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ გუნდს უკანახაზელი ლექსო ლაფანაშვილი დაუბრუნდა. დავიმატეთ ფორვარდი ლაშა კეშელავა (“ბათუმი – რსუ”), ფორვარდი ბექა ჩიკვილაძე (“დინამო”), ცენტრალური თავდამსხმელი შოთა გელაზონია (“დინამო”) და საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების წევრები – ერეკლე ლორთქიფანიძე და თორნიკე ქიტოშვილი (ორივე “რუსთავი”) – გვითხრა მიქაბერიძემ.

0.118415