საკალათბურთო ევროლიგის ”ოთხთა ფინალის” პირველმა მატჩმა გულშემატკივართა ინტერესი სრულად გაამართლა. ფავორიტად შერაცხულმა მოსკოვის ცსკა-მ მართალია დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც დასძლია ათენის ”პანათინაიკოსის” წინაღმდეგობა და დრამატულ შეხვედრაში 66:64 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბერძნულმა გრანდმა პირველ მეოთხედში 29:15 იმარჯვა, თუმცა, დარჩენილ სამ მეოთხედში მხოლოდ 35 ქულა (!) ჩააგდო და მხოლოდ არმიელთა უზუსტობას უნდა უმადლოდეს, რომ თამაშის გადარჩენის ბედი ბოლო წამებზეც კი დარჩა. სერბი მილოშ ტეოდოსიჩის მიერ აცილებული ორი საჯარიმოს შემდეგ, ათენელებს შეტევისთვის 8 წამი რჩებოდათ, თუმცა, ბურთის ფარისკენ გაგზავნაც კი ვერ მოახერხეს. ამგვარად, ცსკამ ფინალში გააღწია და 13 მაისს მეტოქედ ”ბარსელონასა” და ”ოლიმპიაკოსს” შორის გამარჯვებულს ელის (მატჩი 22:00 საათზე დაიწყება), ”პანათინაიკოსი” კი კვირასვე მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში, აღნიშნულ წყვილში დამარცხებულს გაეჯიბრება.
ცსკა (რუსეთი) – პანათინაიკოსი (საბერძნეთი) 66:64 (15:29, 17:5, 19:21, 15:9)
ცსკა: ტეოდოსიჩი (32 წ. 12 ქ. 6 მ. 3 პ.), შიშკაუსკასი (25 წ. 5 ქ. 3 მ.), კრსტიჩი (26 წ. 8 ქ. 3 დ.), კირილენკო (34 წ. 17 ქ. 9 მ. 4 დ.), ხრიაპა (27 წ. 3 ქ. 5 მ. 5 პ.); ლავრინოვიჩი (7 წ. 2 ქ.), ვორონოვი (1 წ.), ვორონცევიჩი (10 წ.), შვედი (20 წ. 15 ქ. 5 მ.), კაუნი (11 წ. 2 ქ.), გორდონი (10 წ. 2 ქ. 3 მ.).
პანათინაიკოსი: მარიჩი (12 წ. 6 ქ. 5 მ.), სატო (28 წ. 3 ქ.), დიამანტიდისი (33 წ. 10 ქ.), კაიმაკოღლუ (29 წ. 10 ქ. 8 მ. 5 პ.), იასეკივიჩიუსი (24 წ. 19 ქ. 3 მ.); პერპეროღლუ (12 წ. 6 ქ. 5 მ.), ბატისტი (22 წ. 11 ქ. 4 ჩ.), ლოგანი (5 წ. 2 ქ.), ცარცარისი (10 წ.), ვუგიუკასი (4 წ.), კალატესი (19 წ. 3 ქ. 4 მ.).







