დორტმუნდის “ბორუსიას” სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, “ბორუსიას” ხელმძღვანელობა ცორკის მუშაობით კმაყოფილია, რაც დორტმუნდელთა აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაინს-იოაჰიმ ვაცკემაც დაადასტურა.
“ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიხაელ ცორკთან უკვე ვისაუბრეთ და წინასწარ შეთანხმებასაც მივაღწიეთ. საკითხი ოფიციალურად უახლოეს ორ კვირაში მოგვარდება” – განაცხადა ვაცკემ.