ჩოგბურთი

9:26 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცონგამ ტორონტოში იმარჯვა და ათეულშიც დაბრუნდა

 29 წლის ფრანგმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ ტორონტოს Rogers Cup-ის ფინალში როჯერ ფედერერს 7:5, 7:6 მოუგო და ბოლო 4 წლის განმავლობაში კლასიფიკაციაში მოწინავე ათეულს მიღმა მყოფი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც “მასტერზ1000”-ის ტურნირი მოიგო. 2010 წელს ინდინა უელსში ხორვატმა ივან ლიუბიჩიჩმა იმარჯვა, რომელიც იმ მომენტისთვის რეიტინგში 26-ე ადგილზე იყო.

ცონგა ფედერერის ფინალმა საათსა და 47 წუთს გასტანა. ჟო-ვილფრიდის აქტივში ბრეიკი და 11 ეისია, როჯერთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 11:5 გახდა შვეიცარიელის სასარგებლოდ. ჩონგამ კარიერის განმავლობაში მეთერთმეტე შეჯიბრება მოიგო, წლეულს კი პირველად მოიპოვა ტურნირის მთავარი პრიზი. ტორონტოში მოგების წყალობით ცონგამ 598900 დოლარი და ათასი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ამასთან რეიტინგში მოწინავეთა ათეულში დაბრუნდა.

ცონგამ პირველად გავიდა ტორონტოს ტურნირის ფინალში და პირველი ცდიდანვე იმარჯვა, ფედერერმა კი ამ შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში მეხუთედ ითამაშა. როჯერმა ტორონტოში 2004 და 2006 წლებში იმარჯვა, 2007-ის და 2010-ის გადამწყვეტი მატჩები კი დათმო.

0.113519