ჩოგბურთი

22:36 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცონგამ მარსელის ტურნირი მოიგო

მსოფლიოს მე-8 ჩოგანმა, 27 წლის ფრანგმა ჩოგბურთელმა ჯო ვილფრიდ ცონგამ მარსელის 250-იანი კატეგორიის ტურნირი მოიგო. ფინალურ მატჩში მან უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში მსოფლიოს მე-6 ნომერი ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა - 3:6, 7:6, 6:4.
ფრანგმა პირველი სეტი 37 წუთში დათმო, თუმცა შემდეგ დროულად გამოფხიზლდა, მეორე პარტია ტაიბრეიკზე აიღო, ხოლო გადამწყვეტ სეტში მის მიერ მესამე გეიმში შესრულებული ბრეიკი საკმარისი გამოდგა წარმატებისათვის. მატჩი 2 საათი და 10 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ცონგას ანგარიშზე 17 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა გახლდათ.
თავის წილად ბერდიხმა 11 ეისი ჩააწოდა და ორჯერ შეცდა ჩაწოდებაზე.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 5:3 გახდა ტომაშის სასარგებლოდ.
ჟო ვილფრიდმა კარიერაში AთP-ის მეათე ტიტული მოიგო. მან  250 სარეიტინგო ქულასთან ერთად 95350 ევროც გამოიმუშავა.

გიორგი ბარბაქაძე

0.114142