ჩოგბურთი

21:15 | 27.05.2013 | ნანახია 3164 - ჯერ

ცონგამ ბედენე იოლად, 3 სეტში გაიარა

28 წლის ფრანგმა ჟო ვილფრიდ ცონგამ, საფრანგეთის ღია პირველობის მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა, მოუგო რა ტურნირის პირველ წრეში სლოვენიელ ალიაჟ ბედენეს 6:2, 6:2, 6:3.

მატჩი 1 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, ცონგამ ექვსჯერ დააბრეიკა მეტოქე, საკუთარი ჩაწოდება კი ერთხელ დათმო. ფრანგის ანგარიშზე ასევე გახლდათ 5 ეისი (ყველაზე სწრაფი ჩაწოდება - 214 კმ/სთ), 23 ვინერსი და არცერთი ორმაგი შეცდომა, მისმა მეტოქემ კი 4 ეისის წილ, ამდენივე ორმაგი დაუშვა.

დღევანელი მატჩი ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში სადებიუტო გამოდგა და ჟო ვილფრედი დაწინაურდა - 1:0.

როლან გაროს მეორე წრეში, მსოფლიო რეიტინგის მე-8-ე ჩოგანი, პოლ ანრი მეტიუსა  და იარკო ნიემინენს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066142
3164