ჩოგბურთი

16:04 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცონგა ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს

 პლანეტის ნომერ მერვე ჩოგან ჟო-ვილფრიდ ცონგას უიმბლდონიდან მოყოლებული კორტზე არ უასპარეზია. აფროფრაგს მუხლის ტრავმის მკურნალობა გაეწელა და დღეს ცნობილი გახდა, რომ მომავალი აშშ-ის ღია პირველობა ცონგას გარეშე ჩაივლის.

“უიმბლდონზე მიღებული დაზიანების მოშუშებამ დიდი დრი წაიღო, ამიტომაც ჩემი მხრიდან არასერიოზული ნაბიჯი იქნებოდა მეთამაშა ამერიკის ღია პირველობაზე. სათანადო დონეზე გამოსვლისთვის მზად არ ვარ, ხოლო 1-2 მატჩის მოსაგებად ნიუ იორკში ჩასვლა არ მიღირს”, - განუცხადა “ეკიპის” ჟურნალისტს თავად ჩოგბურთელმა.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, ჟო-ვილფრიდი აქტიურ კარიერას საფრანგეთის ქალაქ მეცში დაუბრუნდება, სადაც 16-22 სექტემბერს საჩოგბურთო ტურნირი ჩატარდება.

შეგახსენებთ, ცონგას კარიერის განმავლობაში 10 ტიტული აქვს მოგებული, 2008 წელს კი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშა.

0.112469