ჭადრაკი

14:04 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცომაიას მორიგი წარმატება

სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალ მონაწილეებისთვის დასვენების დღე გახლდათ, ამდენად, საქმეში მხოლოდ მამაკაცები ვიხილეთ, რომელთა შორის ერთადერთი ქართველი მონაწილე სერგო ცომაია (1859) გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მოჭადრაკეს მხოლოდ 179-ე განთესვა გააჩნია, თუმცა, საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს და 9 ტურის თავზე 5.5 ქულით 32-ე ადგილზე იმყოფება.

გასულ ტურში ცომაია შავი ფიგურებით გერმანელ კრისტიან ჰესს (2285) დაუპირისპირდა და რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ მეტოქეს მარცხი აგემა.

მე-10 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრებით დანიელ ბიორნ ბრინკ-კლაუსენს (2248) ეთამაშება. ისიც ვთქვათ, რომ ამ დროისთვის მსოფლიოს ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს ფრანგი ანატოლი ვაისერი (2523) 7.5 ქულით, რომელიც მდევართა ტრიოს 0.5 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ტურნირში სამი ქართველი მოჭადრაკე თამაშობს. 8 ტურის თავზე თამარ ხმიადაშვილს (2158) და ნონა გაფრინდაშვილს (2312) 5.5-5.5 ქულით, შესაბამისად, მე-2 და მე-5 ადგილები უკავიათ, ნინო მელაშვილი (2126) კი 4.0 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

მომდევნო ტურში გაფრინდაშვილი შავი ფიგურებით რუს ტატიანა ბოგუმილს (2074) ეთამაშება, ხმიადაშვილი კი თეთრებით ასევე რუს ელენა ფატალიბეკოვას (2252) დაუპირისპირდება. მელაშვილის მომდევნო მოწინააღმდეგე გერმანელი ჰანელორ ჰოოსე (1740) იქნება.

0.104021