სამხრეთ ნახევარსფეროში ფართოდაა მიღებული, რომ როცა ბავშვი იბადება, მას ერთბაშად ორ სახელს ანიჭებენ, პირველი მათგანი მის პირად ცხოვრებაში მთავარ როლს თამაშობს, მეორე კი, მივიწყებას მიეცემა ხოლმე, ანდაც "მოფერებით" ფორმაში იხმარება. მოდი, ერთად გადავხედოთ ცნობილ ჩოგბურთელთა ყველაზე ორიგინალიურ მეორე სახელებს, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობად რჩებოდა.
1. ანდრე კირკ აგასი
ბევრს ეგონა, რომ ანდრემ მამამისისგან მეორე სახელი "კირკი" საყვარელი მსახიობის - კირკ დუგლასის საპატივსაცემოდ მიიღო, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ანდრეს მამას ჰყავდა ბავშვობის მეგობარი, საკმაოდ შეძლებული ბიზნესმენი კირკ კერკორიანი, რომელიც ტურისტული ბიზნესით გამდიდრდა და გაჭირვების ჟამს ხშირად ეხმარებოდა აგასების ოჯახს მატერიალურად. სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგანს სახელი - კირკი.
2. ამანდა ჯაკული კიოტცერი
აფრიკაანსიდან “ჯაკული” “თეთრკანიან მოსახლედ” ითარგმნება და ანალოგია ტრადიციული ინგლისური სახელის - ჯაკლინი.
3. მარდი სიმპსონ ფიში
ამერიკელი ჩოგბურთელის კარიერის დასაწყისში უამრავ კომენტატორს ექმნებოდა პრობლემები, რადგან ვერაფრით არკვევდნენ, რომელი იყო ახალგაზრდა ჩოგბურთელის სახელი, მეორე სახელი ან გვარი. თუმცა დროთა განმავლობაში ფიშმა წარმატება მოიპოვა და ეს პრობლემაც აღმოიფხვრა.
4. ლეიტონ გლინ ჰიუიტი
ლეიტონ ჰიუიტის მამას გლინი ერქვა და გასაკვირი სულაც არ გახლავთ, რომ მან მეორე სახელად შვილს საკუთარ გლინი მისცა.
5. რიხარდ პეტერ სტანისლავ კრაიჩეკი
უიმბლდონის ტურნირის 1996 წლის გამარჯვებულ რიხარდ კრაიჩეკის მშობლები ჩეხური წარმოშობის გახლდნენ და ლოგიკურიცაა, რომ მათ შვილს ორი სლავური სახელიც უბოძეს, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან ყველაფერი დანარჩენი წარმატებულ ჩოგბურთელის კარიერაში სუფთა ჰოლანდიური გახლდათ.
6. იმაკულადა კონსეპსონ მარტინეს ბერნატი
ან უბრალოდ კონჩიტა მარტინესი. უიმბლდონის ჩემპიონს ტრადიციული ესპანური სახელი და გვარი აქვს, თუმცა სპორტული კარიერის დაწყების წინ მან სახელი "კონჩიტამდე" შეამცირა, რითაც მსოფლიო საჩოგბურთო კომენტატორები უკმაყოფილონი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყვნენ.
7. ენდი ბერონ მარეი
ATP Tour-ში დებიუტის შემდეგ, მარეიმ საკუთარი სახელი მალევე შეკვეცა ენდიმდე, თუმცა მეორე სახელი - ბერონი მისი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაა და ინგლისურიდან პირდაპირ თარგმანში ასე ჟღერს - "ახალგაზრდა მებრძოლი".
8. პამელა ჰოვარდ შრაივერი
მეორე სახელად "ჰოვარდი" ქალბატონისთვის პირველ შემთხვევად გვრჩება და შეუფერებლად მიგვაჩნია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.
9. ვინუს ებონი სტარ უილიამსი
დებ უილიამსებს შორის უფროსი ვინუსი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ საკუთარი სამი სახელიდან ყველაზე მეტად “სტარ” მოსწონს და მადლობელია თავისი მშობლების, რომ ასე ლამაზად უწოდეს დაბადებისას.
10. სერენა ჯამინკა უილიამსი
სახელი "ჯამინკა" იამაიკასთან ასოცირდება. სერენას უახლოესმა მეგობრებმა "ჯამინკა" "მიკ"-ამდე შეკვეცეს და ტელერეპორტაჟებისას ყურადღებით თუ იქნებით, ხშირად გაიგონებთ შეძახილებს "Lets Go Mik".