ჩოგბურთი

2:40 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძემ ნაადრევად დაასრულა

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში გიორგი ცივაძე რუს ივან გახოვს გაეჯიბრა და 3:6, 1:6 დამარცხდა.

ამდენად, ერთეულთა ტურნირს ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი შემორჩა, რომელიც მე-8 ნომრადაა განთესილი და მერვედფინალში გერმანელ ლეონ შუტს ეთამაშება.

წყვილებში მეტრეველმა და ყაზახმა რომან ხასანოვმა რუსულ დუეტთან (ჩერვიაკოვი-საბანინი) 4:6, 6:7 (3:7) წააგეს.

0.119928