ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირში საკვალიფიკაციო ბადიდან ჩაება, მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ცივაძე მერვედფინალში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოასპარეზე თანამემამულე გიორგი ჯავახიშვილს დაუპირისპირდა და მეტოქეს 6:1, 2:0-ს უგებდა, როდესაც მან თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი რუს
სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა მე-4 ნომრად განთესილი ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც რუს ალექსანდერ ვასილენკოსთან 2:6, 3:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ცივაძემ და ყაზახმა რომან ხასანოვმა მე-2 ნომრად განთესილ რუსულ-უზბეკურ დუეტთან (ფუფიგინი-შოფაიზიევი) 4:6, 6:7 (2:7) წააგეს.
ასტანაშივე, ქალთა 10-ათასიანი ტურნირზე წინ მიიწევს სოფო ქვაცაბაია. მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა რუს კსენია დმიტრიევას 6:3, 6:1 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მე-6 რეიტინგის მქონე უზბეკ არინა ფოლტსს გაეჯიბრება.