ძიუდო

11:15 | 20.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ცირეკიძის შემცვლელი ერთ კვირაში დასახელდება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ინფორმაცია, რომელზეც ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ, გუშინ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმაც დაადასტურა.
დავით ქევხიშვილის სიტყვებით, ირაკლი ცირეკიძე მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაახლოებით ერთ კვირაში დატოვებს და მაშინვე გაცხადდება ნაკრების ახალი თავკაცის ვინაობაც.
ოფიციალურად კანდიდატებზე არავინ საუბრობს. კულუარული ინფორმაციით კი ეროვნულ გუნდს სავარაუდოდ ირაკლი უზნაძე ჩაიბარებს. მისი ასისტენტი კი გიორგი ბაინდუროვი იქნება.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091322