ძიუდო

19:43 | 13.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ცირეკიძეს ჩინეთის ნება დართეს, პაპინაშვილი დაშავდა

ტოკიოს დიდ სლემზე მოპოვებულმა ბრინჯაოს მედალმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ირაკლი ცირეკიძე მსოფლიო რეიტინგში გვარიანად დააწინაურა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა 120 ქულა შეიმატა და 23-ე პოზიციიდან მე-15-ეზე აინაცვლა. ამჟამად ცირეკიძის ანგარიშზე 598 ქულაა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველთაგან, ჯერჯერობით, ყველაზე მაღალრეიტინგიანი ლევან ჟორჟოლიანია, რომელიც 620 ქულით მე-13 ადგილს იკავებს, მაგრამ ამ დღეებში, მას შემდეგ, რაც ორი წლის წინანდელი ძიგორო კანოს მემორიალის ქულები გაუნულდება, ცირეკიძის უკან აღმოჩნდება. სარეიტინგო შიდა კონკურენცია კი მომავალ უქმეებზე, ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში ჩასატარებელ დიდ პრიზზე გაგრძელდება.
ჩინურ ტატამზე საქართველოს სახელით მხოლოდ ეს ორი ძიუდოისტი იჭიდავებს. ტოკიოს დიდ სლემზე მიღებული ტრავმის გამო ჯერაც არსებობს რისკი, რომ ცირეკიძემ შესაძლოა ტატამზე გასვლა ვერ შეძლოს, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, იგი ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ ჩინეთში ჭიდაობას გეგმავს.
განახლებულ რეიტინგსიაში, საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო მაჩვენებელი კვლავ ამირან პაპინაშვილს (60 კგ) აქვს. იგი თანაგუნდელთაგან ერთადერთია, ვინც მოწინავე ათეულშია.
788 ქულით მე-6 ადგილზეა, მაგრამ პოზიციის გამყარებასა და კიდევ უფრო წინ წაწევაში ხელს ტრავმა შეუშლის. პაპინაშვილი ნაკრების იაპონური შეკრებიდან მენისკის ტრავმის გამო სხვებზე ადრე დაბრუნდა. შეგახსენებთ, იმავე შეკრების ვადაზე ადრე დატოვება ორიოდ კვირის წინ მძიმეწონოსან ლაშა გუჯეჯიანსაც მოუხდა. მასაც - ტრავმის გამო.
66 კილოგრამში პეტერ ზაიზენბახერის გუნდის წევრთაგან ყველაზე წინ შალვა ქარდავაა (43-ე ადგილი), 73-ში – ნუგზარ ტატალაშვილი (32-ე), 81-ში - ავთანდილ ჭრიკიშვილია (29-ე), 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი (მე-11), ხოლო მძიმე წონაში - ზვიად ხანჯალიაშვილი (24-ე). ამ ჩამონათვალშიც ნათლად ჩანს, რომ ყველაზე მძიმე ვითარება 66 და 73 კილოგრამებშია. ქარდავა ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტთათვის დაწესებულ ქვოტას უქვე ჩამორჩა, ტატალაშვილი კი საგანგაშო ზღვართან ძალიან ახლოს დგას.
 

აქვე ოლიმპიადამდე დარჩენილი სალიცენზიო ტურნირების ჩამონათვალიც:
16-18 დეკემბერი – ქინგდაოს დიდი პრიზი
14-15 იანვარი – ალმათის მსოფლიოს მასტერსი
28-29 იანვარი – თბილისის მსოფლიოს თასი
4-5 თებერვალი – პარიზის დიდი პრიზი
11-12 თებერვალი – ობერვარტის მსოფლიოს თასი
18-19 თებერვალი – დიუსელდორფის დიდი პრიზი
25-26 თებერვალი – პრაღის მსოფლიოს თასი
26-28 აპრილი – ევროპის ჩემპიონატი (ჩელიაბინსკი)
ამ ტურნირებიდან ყველაზე მეტ სარეიტინგო ქულას მასტერსი იძლევა. შეჯიბრებაზე, რომელშიც მხოლოდ ყოველი წონითი კატეგორიის 16-16 საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობს, ჩემპიონი 400 ქულას იღებს, ფინალისტი – 240-ს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – 160-ს. დიდი პრიზის ჩემპიონ-პრიზიორებს 200, 120 და 80 ქულა ერგებათ. მსოფლიოს თასის ოქრო 100 ქულად ფასობს, ვერცხლი – 60-ად, ხოლო ბრინჯაო – 40-ად. ევროპის ჩემპიონატზე კი მედალოსნები 180, 108 და 72 ქულას მიიღებენ.
დაბოლოს, მსოფლიოს რეიტინგსიის საუკეთესო ხუთეულები და საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატის პირადი რეიტინგი.

60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)            2290
2 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)            1150
3 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)            1140
4 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)            944
5 არსენ გალსტიანი (რუსეთი)            838
6 ამირან პაპინაშვილი                788
24 ბეთქილ შუკვანი                    360
37 დავით ასუმბანი                    285
74 პაატა მერებაშვილი                84
153 ნესტორ ხერგიანი                12


66 კგ
1 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)            1310
2 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)    1178
3 მასაში ებინუმა (იაპონია)            1150
4 ალიმ გადანოვი (რუსეთი)            1122
5 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია)            1096
43 შალვა ქარდავა                    200
102 დავით ასუმბანი                    40
129 ლაშა შავდათუაშვილი                24
143 გიორგი მკალავიშვილი                20
161 გიორგი შოშიაშვილი                18
165 პაატა მერებაშვილი                16
175 მიხეილ ხომიზური                14
181 უჩა ხუციშვილი                    12
185 სანდრო იაკობაშვილი                12
185 არსენა მაჭარაშვილი                12

73 კგ

1 რიკი ნაკაია (იაპონია)                1528
2 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)            1444
3 დექს ელმონი (ჰოლანდია)            1258
4 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)            1100
5 მანსურ ისაევი (რუსეთი)                978
32 ნუგზარ ტატალაშვილი                268
44 ამბაკო ავალიანი                    176
58 თენგიზ პაპოშვილი                128
86 ზაზა კედელაშვილი                68
153 ზვიად ბაზანდარაშვილი            20
180 ზურაბ ნოზაძე                    16
217 დავით კობერიძე                10

81 კგ

1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)            1786
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)        1580
3 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი)        944
4 ტრევის სტევენსი (აშშ)                854
5 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)            796
29 ავთანდილ ჭრიკიშვილი                354
37 ლევან წიკლაური                292
61 დავით კარბელაშვილი                146
134 დავით ქევხიშვილი                30
134 ხვიჩა ხუციშვილი                30
141 იოსებ წელაური                    28
164 პაატა ღვინიაშვილი                20
235 გიორგი ბაინდურაშვილი            6
235 დავით ჭაბუკაშვილი                6
258 გრიგოლ შინჯიკაშვილი            2

90 კგ

1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)            1646
2 ტაკაში ონო (იაპონია)                1506
3 დაიკი ნიშიამა (იაპონია)                1428
4 კირილ დენისოვი (რუსეთი)            928
5 ტიაგო კამილო (ბრაზილია)            910
11 ვარლამ ლიპარტელიანი                726
50 ზვიად გოგოჭური                166
72 მინდია ბოდაველი                92
90 საბა გავაშელიშვილი                58
109 ლაშა გურული                    34
126 გიორგი ცოციაშვილი                24
172 ბეთქილ ნავერიანი                6

100 კგ

1 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)            1346
2 ტაკამასა ანაი (იაპონია)                1306
3 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)                1244
4 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)            1166
5 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)            1040
13 ლევან ჟორჟოლიანი                620
15 ირაკლი ცირეკიძე                598
58 დავით ლორიაშვილი                88
70 რევაზ ჩიკოიძე                    56
87 ალექსანდრე მსხალაძე                36
110 ნოდარ მეტრეველი                20
118 ზურაბ ზვიადაური                18

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)            2030
2 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)            1420
3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)            1360
4 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)            1048
5 კეიჯი სუზუკი (იაპონია)                770
24 ზვიად ხანჯალიაშვილი                370
34 ადამ ოქრუაშვილი                260
67 ლაშა გუჯეჯიანი                86
85 ნოდარ მეტრეველი                46
125 გიგა გუბელაძე                    8


 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085752