ძიუდო

16:52 | 8.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ცირეკიძე ნაკრების შეკრებებს ჩამოაცილეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას ირაკლი ცირეკიძის გარეშე გააგრძელებს. გადაწყვეტილება ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა მიიღო. მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი, დისციპლინასთან დაკავშირებული დარღვევების გამო დაისაჯა, თუმცა, გამორიცხული არაა, 23-28 აგვისტოს პარიზში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც გაემგზავროს.

“ცირეკიძე ძალიან გამოცდილი სპორტსმენია, მაგრამ ბოლო დროს დისციპლინარული პრობლემები გვქონდა და გადავწყვიტეთ, ინდივიდუალურად მოემზადოს. მსოფლიოს ჩემპიონატამდე დასკვნით შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრებს ჩავატარებთ და იქ გამოჩნდება, იქნება თუ არა ფორმაში”, – განაცხადა პეტერ ზაიზენბახერმა შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
 
ოთარ მაღლაკელიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082283