კალათბურთი

15:15 | 23.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის პირველი გამარჯვება

გიორგი ცინცაძის შემატების შემდეგ, ლიბანურმა “ჩემპვილმა” ეროვნულ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის კლუბი ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბეჯეჰს” ესტუმრა და 71:51 მოიგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 36 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 8-დან 3 ორქულიანი, 9-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ჩემპვილის” რიგებში საუკეთესო სერბი ლეგიონერი ვლადან ვუკოსავლიევიჩი იყო 18 ქულით და 16 მოხსნით, გუნდმა კი 9 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება იზეიმა და ათგუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზე იმყოფება.

0.113677