გიორგი ცინცაძის “ჩემპვილმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-6 გამარჯვება იზეიმა და მე-7 ადგილზე მყოფ “ტადამონს” გაუტოლდა.
ჩემპვილელები ერთ-ერთ ლიდერ “მუტაჰედს” დაუხვდნენ და 68:64 სძლიეს. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 39 წუთი გაატარა და გუნდს 12 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი, 8-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 7-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო სერბი ლეგიონერი ვლადან ვუკოსავლიევიჩი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა – 25 ქულა, 15 მოხსნა.
“ჩემპვილს” მორიგი შეხვედრა მე-2 ადგილზე მყოფ “საგესესთან”