კალათბურთი

22:55 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის “დონეცკმა” თასის ფინალი წააგო

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” მიმდინარე სეზონში პირველი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა. უკრაინის თასის ფინალურ მატჩში დონეცკელები “ოთხთა ფინალის” მასპინძელ “ბუდიველნიკს” დაუპირისპირდნენ და 88:96 წააგეს.

ქართველმა კალათბურთელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 28:39 წუთს ითამაშა და 8 ქულა, 4 მოხსნა, 9 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ცინცაძემ 6-დან 2 ორქულიანი, სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20 გახლდათ, რითაც იგი სტუმართა რიგებში მხოლოდ ამერიკელ ბერნარდ კინგს (27) ჩამორჩა. ამ უკანასკმელმა 39:05 წუთში 26 ქულა და 9 პასი მიითვალა.

0.121889