გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინის სუპერლიგაში მე-15 მატჩი მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი შეიქმნა. დონეცკელებმა ოდესაში ძალიან რთული მატჩი გამართეს და დამაჯერებლად ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის (34:22) ხარჯზე 87:80 იმარჯვეს.
ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 18:11 წუთში 1 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ცინცაძემ ორქულიანი და 2 სამქულიანი ააცილა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 შეცდომა დაუშვა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ბერნარდ კინგი გახლდათ, რომელმაც 27:05 წუთში 25 ქულა მიითვალა. ცინცაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 16 თებერვალს სტუმრად მე-2 ადგილზე მყოფ “ხიმიკთან” ჩაატარებს.