კალათბურთი

1:08 | 23.01.2014 | ნანახია 592 - ჯერ

ცინცაძის “დონეცკმა” 17-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინულ სუპერლიგაში მძიმე გამარჯვება იზეიმა. დონეცკელები “კიევთან” გასვლით შეხვედრაში 17 ქულას აგებდნენ, თუმცა, მობილიზება შესძლეს და 81:80 მოიგეს.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13:21 წუთში 2 ქულა, 1 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 1 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტუმართა გამარჯვება ამერიკელ ლეგიონერთა წარმატებულმა თამაშმა განაპირობა. ბერნარდ კინგმა 21 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო მარკო კილინგსვორტმა 19 ქულა ჩააგდო.

“დონეცკმა” მე-14 ტურში მე-12 გამარჯვება იზეიმა და იუჟნის “ხიმიკთან” ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ცინცაძის კლუბს მომდევნო შეხვედრა 31 იანვარს “გოვერლას” წინააღმდეგ ელის.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:49 | 07.04.2015
arturi-baierni (24493)

მოდდდდდდდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთთთთთთთთთთთთთთთთთთ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066455
592