სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

21:46 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის 9 პასი “სპარტაკთან”

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინული სუპერლიგის კვალად, ვთბ-ლიგის გათამაშებაც წარმატებულად დაიწყო. დონეცკელემბა 3500 ქომაგის თვალწინ სანკტ-პეტერბურგის “სპარტაკს” შანსი არ დაუტოვეს და 83:65 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 27:46 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 4 შეცდომა დაუშვა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

შეატყობდით, რომ ცინცაძე ძირითადად თანაგუნდელთა პასებით მომარაგებაზე იყო გადასული, რაც ყველაზე უკეთ მისმა ამერიკელმა პარტნიორებმა გამოიყენეს. ბენ მაკკალიმ 23 ქულას 13 მოხსნა წაამატა, ხოლო მარკო კილინგსვორტმა 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

“დონეცკს” ვთბ-ლიგაში მე-2 მატჩიც შინ ელის – 20 ოქტომბერს ჩეხური “ნიმბურკის” წინააღმდეგ. ისიც ვთქვათ, რომ 18 ოქტომბერს დონეცკელები უკრაინის ჩემპიონატის ეგიდით მარიუპოლის “აზოვმაშს” დაუხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116431