კალათბურთი

2:04 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის 21 ქულა ბეირუთელებთან

გიორგი ცინცაძის “ჩემპვილმა” ლიბანის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ “ალ რიადის” საშინაო შეხვედრაში 75:66 სძლია და მეოთხედფინალურ სერიაში წონასწორობა აღადგინა – 1:1.

ქართველმა კალათბურთელმა მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდო. ცინცაძემ მოედანზე 35 წუთი დაჰყო და 21 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 7-დან 2 ორქულიანი, 8-დან 5 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ცინცაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18 გახლდათ და იგი ჩემპვილელთა რიგებში მხოლოდ ვლადან ვუკოსავლიევიჩს (43) ჩამორჩა. სერბმა ლეგიონერმა 38 წუთში 32 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მეოთხედფინალური სერიის გადამწყვეტი მე-3 მატჩი 3 მაისს ბეირუთში “ალ რიადის” სარბიელზე შედგება.

0.152189