კალათბურთი

13:55 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის 19-მა ქულამ “ჩემპვილი” ლიდერთან მარცხისგან ვერ იხსნა

ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში გიორგი ცინცაძის “ჩემპვილი” ლიდერ “ალ რიადის” დაუხვდა და 65:78 წააგო. აღსანიშნავია, რომ დასკვნითი მეოთხედის წინ მასპინძლები ქულით წინ იყვნენ, თუმცა, ბოლო ათწუთეულში 11:25 განადგურდნენ.

ქართველმა კალათბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ცინცაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 7-დან 4 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18 გახლდათ და იგი 1 პუნქტით ჩამორჩა სერბ ვლადან ვუკოსავლიევიჩს, რომელმაც 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.

შეხვედრის გმირი ბეირუთელთა ლიდერი აჰმად ისმაილი გახდა, ვის ანგარიშზეც 29 ქულა და 15 მოხსნა იყო.

“ჩემპვილმა” სეზონი 6 მოგებით და 12 მარცხით დაასრულა და ახლა, პლეი ოფზე გადართვა მოუწევს.

0.117476