კალათბურთი

10:00 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძემ შეუცვლელად ითამაშა

ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ლიბანის ჩემპიონატში მე-2 მატჩი ჩაატარა და “ჩემპვილის” თავკაცმა გიორგიოს კეცელიდისმა ამჯერად, იგი შეუცვლელად (!) ათამაშა.

ცინცაძე 40 წუთს “ტადამონის” წინააღმდეგ გაისარჯა, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 17 ქულას 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

ქართველმა უკანახაზელმა 3 შეცდომა დაუშვა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 გახლდათ.

ამ უკანასკნელ კომპონენტში ცინცაძე თანაგუნდელთაგან მხოლოდ სერბ ვლადან ვუკოსავლიევიჩს ჩამორჩა, რომელმაც 39 წუთში 26 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

“ჩემპვილს” 3 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა და 10-გუნდიან ლიგაში მე-7 ადგილზე იმყოფება. ცინცაძის კლუბი შემდეგ შეხვედრას 11 მარტს ბეირუთში სომხების მიერ დაარსებულ “ჰომენეტმენთან” ჩაატარებს.

0.120473