სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

21:05 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე მოგებულ მატჩში 11 ქულით გამოირჩა

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” ვთბ-ლიგაში მორიგ წარმატებას მიაღწია, თუმცა, მოგება მოსალოდნელზე მეტად გაუჭირდა. უკრაინულმა კლუბმა A ჯგუფის აუტსაიდერი ტალინის “კალევი” ბოლო წამებზე “გატეხა” და 79:76 იმარჯვა.

ქართველმა უკანახაზელმა ესტონური კლუბის წინააღმდეგ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 25:11 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ცინცაძემ 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

დონეცკელთა რიგებში საუკეთესო მარკო კილინგსვორტმა 20 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, მასპინძელთა კიდევ ერთმა ამერიკელმა ლიდერმა ბერნარდ კინგმა კი 16 ქულა და 7 პასი მიითვალა.

ქართველი კალათბურთელის კლუბმა 5 მარცხის ფონზე მე-7 გამარჯვება იზეიმა და ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფება. სატურნირო ცხრილის სათავეში ყაზანის “უნიქსია”, რომლის აქტივშიც 11 მოგებაა.

“დონეცკი” ვთბ-ლიგაში მომდევნო მატჩი 2 თებერვალს შინ პოლონურ “ტუროვთან” ჩაატარებს, 22 იანვარს კი უკრაინის ჩემპიონატში “კიევთან” გასვლითი შეხვედრა ელის.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115401