გიორგი ცინცაძის “დონეცკს” და მარიუპოლის “აზოვმაშს” 6 ოქტომბერს უკრაინული სუპერლიგის პირველ ტურში უნდა ეთამაშათ, თუმცა, ვინაიდან ჩემპიონატის სტარტი გადაიდო, ერთი დღით ადრე გუნდები ერთმანეთს საკონტროლო შეხვედრაში დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ დონეცკელებმა და მარიუპოლელებმა მანამდე ცინცაძის ახალი გუნდის მოედანზე ითამაშეს და მაშინ მასპინძლებმა იმარჯვეს. წარმატება ამჯერადაც “დონეცკმა” მოიპოვა, რომელმაც სტუმრად ჩატარებული შეხვედრა 79:72 მოიგო.
ცინცაძის მონაგარი 6 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი გახლდათ, ყველაზე შედეგიანები კი ამერიკელი კალათბურთელები – მაკკოლი და კილიგნსვორტი იყვნენ, შესაბამისად, 19 და 15 ქულით.
10 ოქტომბერს “დონეცკი” სუპერლიგის სასტარტო შეხვედრაში ლევან ფაცაციას “დნიპრო-აზოტს” ესტუმრება, 13-ში კი ვთბ-ლიგის ეგიდით სანკტ-პეტერბურგის “სპარტაკს” უმასპინძლებს.