ფეხბურთი

13:35 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩხეტიანი გეგუჩაძეს დაეხმარება

 

საფეხბურთო კლუბ მარტვილის “მერანის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი “ზესტაფონში” გია გეგუჩაძის ასისტენტად იმუშავებს.

“ზესტაფონმა” მიმდინარე წელს პირველად 10 იანვარს ივარჯიშა და მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს ჩხეტიანი მაშინ წარუდგინა. გეგუჩაძის კიდევ ერთი ასისტენტი გურამ ასპინძელაშვილია, ხოლო მეკარეებს დავით ჯანელიძე წვრთნის. აქვე გეტყვით, რომ ჩხეტიანი გეგუჩაძეს ქუთაისის “ტორპედოშიც” ეხმარებოდა, ხოლო ფეხბურთელობისას “ზესტაფონის” რიგებში რამდენიმე სეზონი უთამაშია.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122001