საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიეს აქტიურობით აჯობა – თავისი ერთი გაფრთხილების წილ სამი შიდო მიაღებინა და ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი მოგება აშორებს.
ფინალში ჭრიკიშვილი ხორვატ მარიანოვიჩსა და რუს ვორობიოვს შორის მოგებულს დაეჭიდება.







