ჩელიაბინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთაგან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი აგრძელებს. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ფრანგ აქსელ კლერჟეს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი “ბრინჯაოს ფინალში” რუსი სირაჟუდინ მაგომედოვისა და ლატვიელი კონსტანტინ ოვჩინიკოვსის წყვილში წაგებულს შეხვდება.
დღესვე რუსულ ტატამზე ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) და ლევან წიკლაურიც (81 კგ) გავიდნენ, მაგრამ მეოთხედფინალს ვერც ერთმა ვერ მიაღწია.
ოთარ მაღლაკელიძე







