ძიუდო

20:12 | 1.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი მსოფლიოს აბსოლუტური ლიდერია

ულანბატორის გრან პრის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. კაცთა შორის შვიდი წონითი კატეგორიიდან ორს ისევ ქართველი ძიუდოისტი უდგას სათავეში. ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ბოლო საერთაშორისო ტურნირი – ბუდაპეშტის გრან პრი გამოტოვეს, მაგრამ ამით ბევრიც არაფერი დაუკარგავთ. მთავარ კონკურენტებს ისევ გვარიანი უპირატესობით უსწრებენ.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჭრიკიშვილის მაჩვენებელია, რომელიც შვიდივე წონითი კატეგორიის გათვალისწინებითაც კი საუკეთესოა – ევროპის ქართველი ჩემპიონი 81 კილოგრამის ინდივიდუალურ რეიტინგ-სიაში 2916 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ფრანგ ლუის პიეტრის კი 928 ქულით ნაკლები აქვს.

ვარლამ ლიპარტელიანის ანგარიშზე 2436 ქულაა, ხოლო მის უახლოეს მდევარს, კუბელ ეშლი გონზალესს 1780 დაუგროვდა.

უმსუბუქეს წონით კატეგორიაში – 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილი კვლავ მეორე ადგილზეა და ლიდერს – მსოფლიოს იაპონელ ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოს 220 ქულით ჩამორჩება. ირაკლი უზნაძის გუნდის უმძიმესი წევრი ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) კი უნგრული გრან პრის მოგებისა და 300 სარეიტინგო ქულის გამომუშავების მიუხედავად, ისევ მესამე პოზიციაზე რჩება, თუმცა პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ ბრაზილიელ რაფაელ სილვასა და ფრანგ ტედი რინერთან ჩამორჩენა საგრძნობლად შეამცირა. სილვა ოქრუაშვილს 179 ქულით უსწრებს, ხოლო რინერი – 119-ით.

საუკეთესო ათეულში კიდევ ერთი ქართველია – ზვიად გოგოჭური, რომელიც 90 კილოგრამში მეშვიდე ადგილს იკავებს. ოცეულში კი შედიან: ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ), უშანგი მარგიანი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).

ქვემოთ შვიდივე წონითი კატეგორიის მოწინავე ხუთეულებს და საქართველოს ნაკრების ყველა წევრისა და კანდიდატის რეიტინგს გთავაზობთ:

 

60 კგ

1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)            2500

2 ამირან პაპინაშვილი             2280

3 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)        1576

4 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) 1516

5 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) 1488

48 ლუხუმ ჩხვიმიანი               278

107 პაატა მერებაშვილი            72

112 ბეთქილ შუკვანი               65

115 გიორგი მესაბლიშვილი        60

149 ლაშა გიუნაშვილი             36

199 ვაჟა მარგველაშვილი                 13

244 ლერი ჭელიძე                        2

275 გიორგი ბროლაშვილი               1

 

66 კგ

1 კარლეს ჩიბანა (ბრაზალია)           1736

2 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)          1519

3 მასაში ებინუმა (იაპონია)             1470

4 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)        1441

5 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)        1361

22 ლაშა შავდათუაშვილი                602

35 შალვა ქარდავა                        395

53 ტრისტან ფეიქრიშვილი               231

104 თორნიკე თათარაშვილი        89

114 მინდია ლილუაშვილი                72

146 ვაჟა მარგველაშვილი                 48

222 კახა ცაგარელი                      12

243 გელა კელიხაშვილი                  8

256 ვანიკო თოთლაძე               6

283 გიორგი ქალდანი              2

 

73 კგ

1 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)           1444

2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)        1428

3 საგი მუკი (ისრაელი)                 1416

4 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)         1360

5 ვიქტორ სკვორტოვი (არ. გაერთ. საემ)      1320

14 ნუგზარ ტატალაშვილი                808

15 ზებედა რეხვიაშვილი                 762

32 ლაშა შავდათუაშვილი                458

153 ზურაბ ნოზაძე                       45

190 არსენ მაჭარაშვილი                  24

198 ფრიდონ გიგანი                      22

212 ამბაკო ავალიანი               18

219 თამაზ კირაკოზაშვილი         16

266 გიორგი პაპუნაშვილი                7

303 თენგიზ პაპოშვილი            2

 

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი                2916

2 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)          1988

3 სვენ მარეხი (გერმანია)               1550

4 ტრევის სტივენსი (აშშ)               1410

5 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)      1404

18 უშანგი მარგიანი                      600

22 ლევან წიკლაური               504

65 ზებედა რეხვიაშვილი                 180

228 გიორგი პაპუნაშვილი                12

248 პაატა ღვინიაშვილი                  10

261 იასონ ჩილინდრიშვილი        7

317 ლაშა ზურაბიანი               1

 

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი                2436

2 ეშლი გონზალესი       (კუბა)             1780

3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)       1371

4 კირილ დენისოვი (რუსეთი)           1238

5 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)        1088

7 ზვიად გოგოჭური                      943

14 ბექა ღვინიაშვილი              733

109 პაატა ღვინიაშვილი                  70

172 ლაშა ტაველური               20

188 არჩილ გოგოლაშვილი               12

 

100 კგ

1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)            2166

2 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)      1995

3 სირილ მარე (საფრანგეთი)           1822

4 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)                    1620

5 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)            1240

57 ალექსანდრე მსხალაძე                157

58 ლევან ჟორჟოლიანი             151

65 დავით ლორიაშვილი                  139

73 გურამ თუშიშვილი              125

100 ნოდარ მეტრეველი             62

102 ვარლამ ლიპარტელიანი        60

136 ლაშა გურული                       31

184 გიორგი ნოზაძე                      8

 

+100 კგ

1 რაფაელ სილვა (ბრაზილია)          2110

2 ტედი რინერი (საფრანგეთი)          2050

3 ადამ ოქრუაშვილი               1931

4 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი)         1836

5 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)             1210

14 ლევან მატიაშვილი              738

78 ნოდარ მეტრეველი              100

86 გიორგი ზაქარიაძე              83

125 ონისე ბუღაძე                        39

164 როსტომ ხახალეიშვილი        4

 

0.102113