ჩოგბურთი

18:59 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები 20 მაისს, გამთენიისას, დევისის თასზე ევრო-აფრიკულ მე-3 ზონაში საასპარეზოდ მიემგზავრება (ამ ტურნირს 21-27 მაისს სან მარინო უმასპინძლებს).

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვიქტორ ბაქში იქნება. ნაკრების შემადგენლობაში 3 ჩოგბურთელი: სანდრო მეტრეველი, გიორგი ცივაძე და შოთა მეფარიძე იასპარეზებს. ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით, სან მარინოში გამგზავრება ვერ მოახერხა საქართველოს ნაკრების პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ასევე არ იქნება ქვეყნის მე-4 ჩოგანი გიორგი ჯავახიშვილი, რომელსაც უმაღლესში მისაღები გამოცდები აქვს ჩასაბარებელი.

საქართველოს, სან მარინოს, თურქეთის, საბერძნეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, ლიხტენშტაინის, მაკედონიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ალბანეთის, მალტისა და ჩერნოგორიის ნაკრები გუნდების ჩათვლით, დევისის თასის ევრო-აფრიკულ მე-3 ზონაში 13 გუნდი გამოვა, რომლებიც, 21 მაისს, სამ სამგუნდა და ერთ ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდებიან. მე-2 ზონაში ასპარეზობის უფლებას 2 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

 

0.114118