კალათბურთი

16:33 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩლაიძემ ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს

საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” კაპიტანმა, ფორვარდმა ირაკლი ჩლაიძემ, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში პირველად მოხვდა, ტრავმა მოირჩინა და სრული დატვირთვით, ინდივიდუალურად ვარჯიშობს, რათა ნაკრების შეკრებას მომზადებული შეხვდეს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ჩლაიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჩლაიძემ, 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ სერიაში “ქუთაისი-2010”თან დაპირისპირების დროს მარჯვენა ფეხის ზედა კუნთი დაიზიანა და ამის გამო პლეი აუტის მატჩები (“რუსთავი”, “ოლიმპი”) გამოტოვა.

0.117656