შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა. გაირკვა იმ კლუბების სავარაუდო ვინაობა, რომლებსაც “ზესტაფონი” და საჩხერის “ჩიხურა” მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში დაუპირისპირდებიან.
თუკი ზესტაფონელები ტრნავას “სპარტაკის” ბარიერს დაძლევენ, ურთიერთობის გარკვევა შვეიცარიული “ლუცერნისა” და შოტლანდიური “სტ.ჯონსონის” შორის გამარჯვებულთან მოუწევთ. რაც შეეხება “ჩიხურას”, “ბურსასფორის” დამარცხების შემთხვევაში, საჩხერელები ბაქოს “ნეფთჩისა” და სლოვენიურ “კოპერს” შორის უძლიერესს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ “ზესტაფონმა” ტრნავას “სპარტაკთან” პირველი მატჩი უგოლოდ დაასრულა. 0:0 დაფიქსირდა “ბურსასფორსა” და “ჩიხურას” შორის თურქეთში ჩატარებულ მატჩშიც.
ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები:
ქარაბუქისფორი (თურქეთი) – როსენბორგი (ნორვეგია) / სლიგო როვერსი (ირლანდია)
ტრენსინი (სლოვაკეთი) / ვოივოდინა (სერბეთი) – ჰალი (ინგლისი)
სარაევო (ბოსნია) / ჰუგესუნდი (ნორვეგია) – ატრომიტოსი (საბერძნეთი)
რუხი (პოლონეთი) / ვადუცი (ლიხტენშტაინი) – ქაირათი (ყაზახეთი) / ესბიერგი (დანია)
ჩერნომორეცი (უკრაინა) – სპლიტი (ხორვატია) / ჰაპოელი (ისრაელი)
ბუდუნოსტი (ჩერნოგორია) / ომონია (კვიპროსი) – მეტალურგი (მაკედონია) / ჟელეზნიჩარი (ბოსნია)
სოსიედადი (ესპანეთი) – აბერდინი (შოტლანდია) / გრონინგენი (ჰოლანდია)
დინამო (რუსეთი) – აპოელ კირიათ შმონა (ისრაელი)
ლუცერნი (შვეიცარია) / სტ.ჯონსონი (შოტლანდია) – ზესტაფონი (საქართველო) / სპარტაკი (სლოვაკეთი)
ტორინო (იტალია) – ბრიმაპოიკარნა (შვედეთი) / კრუსადერსი (ჩრ.ირლანდია)
ასტანა (ყაზახეთი) / ჰაპოელი (ისრაელი) – ლინფილდი (ჩრ.ირლანდია) / აიკ-ი (შვედეთი)
იანგ ბოიზი (შვეიცარია) – ერმისი (კვიპროსი)
მაინცი (გერმანია) – როპსი (ფინეთი) / ასტერასი (საბერძნეთი)
პსვ (ჰოლანდია) – ბოტევი (ბულგარეთი) / სტ.პოლტენი (ავსტრია)
ვარეგემი (ბელგია) / ზავისცა (პოლონეთი) – დერი (ირლანდია) / შახტიორი (ბულგარეთი)
ელფსბორგი (შვედეთი) / ინტერი (აზერბაიჯანი) – ნემანი (ბულგარეთი) / ჰაფნარფოირდური (ისლანდია)
ლიტეხი (ბულგარეთი) / დიოსგიორი (უნგრეთი) – სილამაე (ესტონეთი) / კრასნოდარი (რუსეთი)
მოზერველი (შოტლანდია) / სტიარნანი (ისლანდია) – ნიომი (ესტონეთი) / ლეხი (პოლონეთი)
ჩუკარიჩკი (სერბეთი) / გრიოდიგი (ავსტრია) – ცსკა (ბულგარეთი) / ზიმბრუ (მოლდოვა)
პეტროლული (რუმინეთი) / ფლამურტარი (ალბანეთი) – ვიქტორია პლზენი (ჩეხეთი)
მლადა (ჩეხეთი) / სიროკი (ბოსნია) – ლიონი (საფრანგეთი)
ლაჩი (ალბანეთი) / ზორია (უკრაინა) – მოლდე (ნორვეგია) / გორიცა (სლოვენია)
ასტრა (რუმინეთი) – კოსიჩე (სლოვაკეთი) / სლოვანი (ჩეხეთი)
ვიკინგური (ფარერები) / ტრომსო (ნორვეგია) – რიეკა (ხორვატია) / ფერენცვაროში (უნგრეთი)
დინამო მინსკი (ბელარუსი) / მილიკოსკენი (ფინეთი) – კლუჟი (რუმინეთი) / იაგოდინა (სერბეთი)
ნეფთჩი (აზერბაიჯანი) / კოპერი (სლოვენია) – ბურსასფორი (თურქეთი) / ჩიხურა (საქართველო)
გიორი (უნგრეთი) / გიოტერბორგი (შვედეთი) – რიუ ავე (პორტუგალია)
ბრიუგე (ბელგია) – ბრონდბიუ (დანია)
ატლანტასი (ლიტვა) / შახტიორი (ყაზახეთი) – დანდალკი (ირლანდია) / ჰაიდუკი (ხორვატია)