ფეხბურთი

16:11 | 11.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” მცხეთაში “მერანი” დაამარცხა

 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის დასკვნით მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” მარტვილის “მერანი” 2:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში “ჩიხურა” საშინაო შეხვედრებს ქუთაისში ატარებს ხოლმე, მაგრამ ამჯერად დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო, საჩხერელებმა მარტვილელებს მცხეთაში უმასპინძლეს.

ანგარიში მე-9 წუთზე ჯამბულ ჯიღაურმა გახსნა, ხოლო 79-ზე ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა დიმიტრი ტატანაშვილმა საბოლოო წერტილი დასვა. “ჩიხურამ” 33 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. პირველადგილოსან თბილისის “დინამოს” საჩხერელები 6 ქულით ჩამორჩებიან.

0.125342