საჩხერის “ჩიხურაში” სატრანსფერო აქტიურობა არ შეინიშნება. გუნდი ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა (დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი) დატოვა, თუმცა ახალწვეულებზე არაფერი ისმის. მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “მსოფლიო სპორტს” უთხრა, რომ ჯერ სხვა პრობლემის მოგვარებას ელიან:
“ბიუჯეტის დამტკიცებას ველით. გვითხრეს, რომ ამ კვირაში დამტკიცდება და გვეცოდინება, რა დაფინანსება გვექნება “ქართუ ჯგუფისგან”. მანამდე უცხოური შეკრების შესახებაც ვერაფერს გეუბნებით. ისე, 30 იანვარს ვგეგმავთ თურქეთში წასვლას”.
“ჩიხურაშია” ექს-ზესტაფონელი ფორვარდი საბა ლომია, თუმცა ფრუიძემ გვითხრა, თუ ბიუჯეტი დროულად ვერ დამტკიცდა და არ გვეცოდინება, რა პირობებს შევთავაზებთ, ლომია გუნდიდან წავაო.
“ჩიხურამ” ბოლოს 21 იანვარს ივარჯიშა და მწვრთნელმა ორი დღით დაასვენა გუნდი. 24-ში ისევ განახლდება მზადება.