ფეხბურთი

18:05 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძე “ოკჟეტპესში” ვარჯიშობს

ყაზახეთის პირველი ლიგის კლუბ “ოკჟეტპესში” ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩიხრაძე ისინჯება.

“ოკჟეტპესი” შეკრებაზეა თურქეთში და ხსენებული კლუბის ვებგვერდის ცნობით, კოკშეტაეუელთა რიგებში, სხვებთან ერთად 26 წლის ქართველი მცველიც ვარჯიშობს. მან რუსეთის პრემიერლიგის გროზნოს “ტერეკთან” წაგებულ (1:6) ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა.

ჩიხრაძემ განვლილი სეზონში ლატვიის დაუგავპილსის “დაუგავაში” გაატარა. ამ გუნდის შემადგენლობაში მან ლატვიის ვირსლიგაში (უმაღლესი ლიგა) 14 მატჩი გაატარა.

0.115712